ახალი ამბები | კომენტარი | , ,

სიძულვილსა და მტრობას კიდევ ერთხელ ნუ გადავაყოლებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს

23 თებერვალი, 2021 | | 1644
სიძულვილსა და მტრობას კიდევ ერთხელ ნუ გადავაყოლებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს

ავტორი: მალხაზ სონღულაშვილი, თბილელი მიტროპოლიტი; საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია


ამერიკის კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიული კონსტიტუციების დედად ითვლება, ორი სიტყვით იწყება და ეს ორი სიტყვა არის საძირკველი არა მარტო ამერიკული, არამედ ყველა დემოკრატიისა. ეს სიტყვებია: „ჩვენ, ხალხი.“ ხალხი ზოგადად და ადამიანი კონკრეტულად არის უზენაესი ღირებულება, რომელსაც ემსახურება ყველაფერი: სახელმწიფო, მთავრობა, პარლამენტი, პოლიცია…

ხალხის სახელით ადამიანის შეურაცხყოფა დამახასიათებელია ყველა ორიენტაციადაკარგული ხელისუფლებისა და რეჟიმისა, რომლებსაც მომავალი არა აქვთ.

მოვუწოდებთ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უარი თქვას ძალადობაზე და კონფრონტაციულ რიტორიკაზე. ხელისუფალმა თავის ძალა გამოავლინოს შერიგებისათვის ბრძოლაში, კომპრომისების ძიებაში, თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვაში, პანდემიის შედეგების ლიკვიდაციაში, საფუძვლიანად მორყეული ეკონომიკის აღდგენაში და არა ძალადობაში და განსხვავებულად მოაზროვნე ძალების დევნაში, რაც უმწეობაზე უფრო მეტყველებს, ვიდრე ძლიერებაზე.

ყველას უმორჩილესად გთხოვთ და მოგიწოდებთ, სიძულვილსა და მტრობას ნუ გადავაყოლებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს. დავადგეთ ეროვნული თანხმობის გზას, სანამ გვიანი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი