ახალი ამბები

გზების დეპარტამენტი: თბილისში შემოსვლაზე შეზღუდვა დაწესებული არ არის

23 თებერვალი, 2021 • 818
გზების დეპარტამენტი: თბილისში შემოსვლაზე შეზღუდვა დაწესებული არ არის

საავტომობილო გზების განცხადებით, თბილისში შემოსვლასთან დაკავშირებით საავტომობილო გზაზე შეზღუდვა არ არის დაწესებული.

უწყებაში აცხადებენ, რომ აკრძალვა მოქმედებდა მხოლოდ თბილისის შემოვლით საავტომობილო გზაზე, სადაც მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ ლიპყინულის, ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მოძრაობა დაახოლებით 3 საათის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის.

საავტომობილო გზების დერპარტამენტის განცხადებით, ამ ეტაპზე აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დერპარტამენტში განმარტავენ, რომ თბილისის შემოვლითი გზა იწყება ზაჰესის ხიდიდან და უერთდება რუსთავი-წითელი ხიდის გზას და აცხადებენ, რომ აღნიშნული გზით უმეტესად ტრანზიტული ტრანსპორტი მოძრაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი