ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ენმ-ის ოფისთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რომელიც პარტიის თავმჯდომარის დაკავებით დასრულდა. კლეიტონის თქმით, ის შოკირებულია და აცხადებს, რომ ძალადობა და ქაოსი ახლა საქართველოს ყველაზე ნაკლებას სჭირდება:
“შოკირებული ვარ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. ახლა საქართველოს არ სჭირდება ძალადობა და ქაოსი თბილისში. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში”, – ამბობს კლაიტონი.
Shocked by the scenes at UNM headquarters this morning. Violence and chaos in Tbilisi are the last thing Georgia needs right now. I urge all sides to act with restraint, now and in the coming days. @UKinGeorgia
— Mark Clayton (@MarkClaytonFCDO) February 23, 2021
