ნეტგაზეთი | ბრიტანეთის ელჩი: შოკირებული ვარ ენმ-ის ოფისთან განვითარებული მოვლენებით ბრიტანეთის ელჩი: შოკირებული ვარ ენმ-ის ოფისთან განვითარებული მოვლენებით – Netgazeti
RU | GE  

ბრიტანეთის ელჩი: შოკირებული ვარ ენმ-ის ოფისთან განვითარებული მოვლენებით

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ენმ-ის ოფისთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რომელიც პარტიის თავმჯდომარის დაკავებით დასრულდა. კლეიტონის თქმით, ის შოკირებულია და აცხადებს, რომ ძალადობა და ქაოსი ახლა საქართველოს ყველაზე ნაკლებას სჭირდება:

“შოკირებული ვარ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. ახლა საქართველოს არ სჭირდება ძალადობა და ქაოსი თბილისში. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში”, – ამბობს კლაიტონი.

ნიკა მელია დააკავეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.