ახალი ამბები

სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს კოლეგას – გედევან ფოფხაძე ენმ-ის ოფისში მივიდა

22 თებერვალი, 2021 • 642
სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს კოლეგას – გედევან ფოფხაძე ენმ-ის ოფისში მივიდა

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელიას მხარდასაჭერად გედევან ფოფხაძე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ენმ-ის თავმჯდომარის მიმართ მიმდინარე სამართლებრივი დევნა დემოკრატიის წინააღმდეგ შეტევაა:

“განზოგადებულად ხდება ნიკა მელიაზე შეტევა, თორემ ეს არის საერთო შეტევა ქვეყანაში ოპოზიციური და თავისული აზრის მიმართ და მიმაჩნია, რომ ეს არის შეტევა დემოკტარიის წინააღმდედ. ამიტომ სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს კოლეგას. ადამიანს, რომელიც არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. პიროვნებას, რომელმაც თავისი პირადი თვისებებით მოახერხა და გარკვეული ზეპარტიული პოლიტიკური პროცესი დაიწყო საქართველოში.”

ფოფხაძემ “ქართული ოცნება” 2019 წლის თებერვალში დატოვა. მოგვიანებით მარიამ ჯაშის, ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ნაცვლიშვილის პარტიას, “ჩვენი საქართელო – სოლიდარობის ალიანსს” შეუერთდა, თუმცა გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ფოფხაძემ პარტია დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი