ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ვერ ვინატრებდით, რომ ენმ-ის წარმომადგენლები პარლამენტში არ შესულიყვნენ

22 თებერვალი, 2021 • 604
ღარიბაშვილი: ვერ ვინატრებდით, რომ ენმ-ის წარმომადგენლები პარლამენტში არ შესულიყვნენ

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ვერც ინატრებდა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები პარლამენტში არ შესულიყვნენ და ეს შეიძლება ოცნება ყოფილიყო, რომელიც ბუნებრივად მოხდა:

“ჩვენ უნდა დავინახოთ პოზიტივი ამ უნიკალურ შესაძლებლობაში. ამას ვერ ვინატრებდით, რომ ნაცმოძრაობის —  ამ რადიკალური დესტრუქციული ძალების წარმომადგენლები — არ შოსულიყვნენ პარლამენტში. ეს შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ასე მოხდა ბუნებრივად, მათივე არჩევანით და სურვილით. თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები გაემიჯნონ სააკაშვილის ძალადობას და შანტაჟს, მხოლოდ მივესალმებით და მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, კამათისთვის, ყველაფრისთვის, რაც ჯდება თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკაში”, — ამბობს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, მმართველი გუნდი უარს ამბობს ნებისმიერ მოლაპარაკებებზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება, რამდენადაც, მისი თქმით, ეს საკითხი არ განიხილება:

“მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. ეს საკითხი დახურულია, არ განიხილება. მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები და არც დემოკრატიული არჩევნები. მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლ.ა სწორედ ამიტომ არიან ისინი გასული კონსტიტუციური ჩარჩოდან”, — ამბობს ღარიბაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი