ახალი ამბები

ხალხს ვერ კრებდნენ, აქციას ისედაც ვერ ატარებდნენ — მდინარაძე ოპოზიციის აქციის გადადებაზე

22 თებერვალი, 2021 • 1042
ხალხს ვერ კრებდნენ, აქციას ისედაც ვერ ატარებდნენ — მდინარაძე ოპოზიციის აქციის გადადებაზე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ 25 თებერვალს დაგეგმილი აქციის გადადება მათი მხრიდან კომპრომისი არაა, რადგან ოპოზიცია ხალხს ისედაც ვერ კრებდა.

“კომპრომისი ყოფილა იმ აქციის გაუქმება, რომელსაც ისედაც ვერ აკეთებდნენ. ხალხს ვერ კრებდნენ, აქციას ისედაც ვერ ატარებდნენ, იხმეს თავისი მეგობარი და მას ათქმევინეს, რომ ახლა ფასილიტატორების როლს მე შევასრულებ, ამერიკის და ევროკავშირის ელჩი წარსულს ჩაბარდა — ეს კონტექსტი იყო”, — განაცხადა მდინარაძემ.

ოპოზიციამ გადადო აქციები, რომლებიც 25 თებერვალს თბილისსა და რეგიონებში უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძემ თქვა, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და ორივე მხარე, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება – „ქვეყნის მომავლისთვის ყველა მხარე იქცეოდეს უარღესი პასუხისმგებლობით,“.

ოპოზიციამ გადადო 25 თებერვალს დაგეგმილი აქციები

მასალების გადაბეჭდვის წესი