ახალი ამბები

“მისი განცხადებები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს” — ღარიბაშვილი ლიეტუველ დეპუტატზე

22 თებერვალი, 2021 • 1947
“მისი განცხადებები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს” — ღარიბაშვილი ლიეტუველ დეპუტატზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პირადად მისთვის და მმართველი გუნდისთვის არაფერს ნიშნავს ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები.

ღარიბაშვილის კრიტიკა ლიეტუველი დეპუტატის გნაცხადებამ გამოიწვია, რომელშიც საქართველოში ვიზიტით მყოფი პავილიონისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიმართავს და მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილოს ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ და ავტორიტარულ ტონზე. ამასთან, განცხადებაში ლიეტუველმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების გარდა, ყველა პარტიამ გამოთქვა მშვიდობიან მოლაპარაკებებში ჩართვის მზაობა:

“რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და ყოვლად აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, მინდა აღვნიშნო, განსაკუთრებით გამორჩეული მეგობარი ქვეყნის, პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები არის ყოვლად მიუღებელი. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული თავმოყვარე ქვეყნისთვის.

მე მოვუწოდებს ამ ადამიანს და ჩვენს მეგობრებს, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაასრულონ ასეთი განცხადებები. ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ სტუმრების ასეთი შეურაცხყოფები ყოვლად მიუღებელია. აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები პირადად შემთვის და ჩვენი გუნდისთვის. მე ამ ადამიანს და ყველას შევახსენებ, რომ ჩვენი გუნდი ჩვენი მოსახლეობის მიერაა არჩეული. ჩვენმა მოსახლეობამ მესამე მანდატი მოგვანიჭა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ქვყენის მართვა. არავის აქვს უფლება მოგვიწოდოს გაუგებარი უსამართლო განცხადებებით” ,— ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის ამ განცხადებას პარლამენტართა აპლოდისმენტები მოჰყვა.

“ყურადღება უნდა გამახვილდეს მელიას წინააღმდეგ ავტორიტატულ ტონზე” – პავილიონისი ბლინკენს

მასალების გადაბეჭდვის წესი