ახალი ამბები

არ მაქვს გავლილი სავალდებულო ჯარი, სამწუხაროდ – თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი

21 თებერვალი, 2021 • 1977
არ მაქვს გავლილი სავალდებულო ჯარი, სამწუხაროდ – თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ჯუანშერ ბურჭულაძე დეპუტატის კითხვაზე ამბობს, რომ მას სავალდებულო ჯარი გავლილი არ აქვს.

ჯუანშერ ბურჭულაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა. თუ მას პარლამენტი დაამტკიცებს, ის ახალი სახე იქნება სამთავრობო კაბინეტში. სხვა მინისტრების მსგავსად, დღეს დეპუტატები მასაც უსმენდნენ.

გაუვლია თუ არა ბურჭულაძეს სავალდებულო სარეზერვო სამსახურო დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა იკითხა.

„არ მაქვს სავალდებულო ჯარი, სამწუხაროდ. თავი არ ამირდებია, ეს იყო იმით განპირობებული, რომ 17 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი, შემეძინა შვილი, შემდეგ 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა,“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ვრცლად წაიკითხეთ:

ჯუანშერ ბურჭულაძე — ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი