ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მზად ვართ აფხაზებთან და ოსებთან არაფორმალური დიალოგის გაფართოებისთვის” | მინისტრი

21 თებერვალი, 2021 • 1077
“მზად ვართ აფხაზებთან და ოსებთან არაფორმალური დიალოგის გაფართოებისთვის” | მინისტრი

„ჩვენ მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის; დეპოლიტიზირებული მიდგომებით და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების განხილვისთვის”, – აცხადებს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.

მისივე განცხადებით, თბილისს არასოდეს შეუწყვეტია ეს დიალოგი.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია ეს დიალოგი მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის არც კოვიდ-პანდემიის პირობებში. ამაზე მეტყველებს კონკრეტული შედეგებიც და რიგ სფეროებსა და თემებზე ამგვარი დიალოგის გზით დაგროვილი, თანამშრომლობის დადებითი გამოცდილება, რაც მისასალმებელია.

ჩვენი სურვილია ეს პროცესი გახდეს უფრო ინტენსიური და ეფექტიანად იქნას გამოყენებული საერთო ინტერესებში შემავალ საკითხებზე კომუნიკაციის ყველა არსებული არაფორმალური არხი; ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ არხების შემდგომი დივერსიფიცირებისკენ იმ მიზნით, რომ დიალოგის პლატფორმებში შეძლებისდაგვარად ჩაერთოს საზოგადოების ყველა რგოლი“, – აცხადებს ახვლედიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი