ახალი ამბები

კახეთში 30 წლის კაცმა 10 წლის გოგო გააუპატიურა – შსს

21 თებერვალი, 2021 • 3673
კახეთში 30 წლის კაცმა 10 წლის გოგო გააუპატიურა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში დააკავეს პირი ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით.

უწყების თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1990 წელს დაბადებული ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. გ.ი. არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 126′-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა,” “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ეს უკანასკნელი მუხლი არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი