ახალი ამბები

პარლამენტთან აქციაზე მინიმუმ 10 ადამიანია დაკავებული

19 თებერვალი, 2021 • 474
პარლამენტთან აქციაზე მინიმუმ 10 ადამიანია დაკავებული

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მინიმუმ 10 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შსს-დან მიაწოდეს.

ადგილზე შეკრებილნი არიან აქტივისტები, რომლებსაც რამდენიმე თვეა, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან კარავი აქვთ გაშლილი. ამჯერად მათ კარვის გადმოტანა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირის მხარეს სცადეს, რასაც პოლიციამ ხელი შეუშალა და შეკრებილთა ნაწილი დააკავა.

ადგილზე იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელებმა  2 კარავი მოიპარეს. მან სამართალდამცავებს რამდენჯერმე მიმართა, უპასუხონ, რატომ არ აძლევენ პარლამენტთან კარვის გაშლის უფლებას.

შსს-ს ინფორმაციით, აქტივისტები დაკავებულნი არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი