ახალი ამბები

ჩუღურეთში შუა ხნის კაცი სავარაუდოდ გაყინული იპოვეს

18 თებერვალი, 2021 •
ჩუღურეთში შუა ხნის კაცი სავარაუდოდ გაყინული იპოვეს

თბილისში, ჩუღურეთში, დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე, სკვერში შუა ხნის კაცი გარდაცვილი იპოვეს. ის, სავარაუდოდ, ყინვისგან გარდაიცვალა.

ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა და „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

პოლიციის წარმომადგენლები არხთან საუბარში ამბობენ, რომ სკვერში ადამიანის გარდაცვალებაზე შეტყობინება 18 თებერვლის დილით შევიდა, გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია და ის საქართველოს მოქალაქე არ არის.

შსს-ს პრესცენტრში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს [ეს სტანდარტული მუხლია, რითაც მსგავს შემთხვევებში იწყება გამოძიება].


„ნეტგაზეთის“ არქივიდან:

ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში

მასალების გადაბეჭდვის წესი