ახალი ამბები

“კონფრონტაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს” – გახარია

18 თებერვალი, 2021 • 1025
“კონფრონტაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს” – გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგომის შესახებ პოსტს Twitter-ზე აქვეყნებს.

“მე მჯერა, რომ კონფრონტაცია და მეტოქეობა ქვეყნის შიგნით საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და ეკონომიკურ განვითარებას. ამრიგად, მე განვაცხადე გადადგომის შესახებ პოლარიზაციის შემცირების და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით”, – წერს გახარია.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ და ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის ქვეყანაში.

გახარიას გადადგომის შემდეგ შსს-მ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო.

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი