ახალი ამბები

მელია: ვითხოვთ შეხვედრას რეჟიმის წარმომადგენლებთან მხოლოდ ახალი არჩევნების საკითხზე

18 თებერვალი, 2021 • 615
მელია: ვითხოვთ შეხვედრას რეჟიმის წარმომადგენლებთან მხოლოდ ახალი არჩევნების საკითხზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ახლა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ერთადერთი გზა არსებობს და ეს ვადამდელი არჩევნებია. ამის შესახებ მელიამ დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ისაუბრა.

მელიამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და  განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის უმთავრესი ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონის უზენაესობა და სამართლიანი არჩევნების პრინციპი:

“ჩვენთვის უმთავრესი არის კანონის უზენაესობა, უმთავრესია ქვეყანაში მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება, სადაც ერთხელ და სამუდამოდ ჩატარდებოდა პირუთვნელი არჩევნები და გამარჯვებულს მიულოცავდა დამარცხებული, სადაც ვსაუბრობდით, რომ პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულებულიყო.

ვსაუბრობდით ქვეყნის წარმატებაზე, განვითარებაზე, რაც შეუძლებელი იქნებოდა ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში. ეს იყო ჩვენი მთავარი წუხილი და სწორედ აქედან გამომდინარე, ოპოზიციურმა პარტიებმა დავსახეთ კონკრეტული მიზნები და ამოცანები ამ მძიმე კრიზისული ვითარებიდან გმაოსასვლელად. მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა 2020 წელს.

სამწუხაროდ, ხალხის ნება გამოიხატა, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს არჩევანი გააყალბა და მოიპარა. შესაბამისად, ცვლილებები ვერ განხორციელდა 2020 წლის 31 ოქტომბერს, არადა, ამის ნება ქვეყნაში არსებობდა”, – ამბობს მელია.

მისი თქმით, გადაუდებელი ცვლილებების განსახორციელებლად და ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და ოპოზიცია მზადაა, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, სადაც განხილვის საგანი იქნება ერთი – ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი:

“დღესაც ჩვენ ერთგულები ვართ იმ გარდაუვალი გასატარებელი ცვლილებებისა, რომლიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნებით, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს, დაწყებული სამართლებრივი წესრიგიდან, დამთავრებული სხვა წესრიგებით. ჩვენი იმედს ვიტოვებთ, მინდა გავაკეთო განცხადება ოპოზიციის სახელით, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმოამდგენლებთან ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენი ამოცანა არ იყო და არასოდეს იქნება ძალადობა. არასოდეს იქნება  ვიღაცის დაჩაგვრა იმიტომ, რომ მართლები ვართ. ჩვენ გვინდა ქვეყანა განვითარდეს და ქვეყანა განვითარდება მხოლოდ სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. თუ სისტემაში არ მოვა ჩემი და სხვების ნათქვამი, წინ ვერ წავიწევთ. მე მთელი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს, განათდა რიგ ქართული ოცნების წარმომადგენლებში, ამ შემთხვევაში გახარიას ვგულისმობ, რომელმაც როგორც ჩანს, არ გადადგა მეორედ ნაბიჯი სისხლისღვრისკენ, რომლისკენაც ალბათ მოუწოდებდნენ საკუთარი გუნდის წევრები.

ბატონ გახარიას საკმარისი პოლიტიკური და ადამიანური ცოდვა აქვს 20 ივნისთან დაკვშირებით და ამ ლაქას ვერასოდეს ჩამოირეცხავს. ის, რომ ბატონი გახარია გადადგა დღეს და მან პრაქტიკულად აღიარ,ა რომ იგეგმებოდა სისხლისღვრა და ძალადობა თავისუფალი ადამიანების თავისუფალ ნებაზე და ეს არ გააკეთა, არის დასაფასებელი. მაგრამ ეს საქმეს არ უშველის. საქმეს უშველის სწრაფი მოქმედებები, ვითხოვთ სასწრაფო შეხვედრას საერთო ოპოზიციური მოძრაობა ჩვენი პარტნიორი ელჩების მონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან, ერთადერთ საკითხზე – ახალ არჩევნებზე” ,- ამბობს ნიკა მელია.

გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას – გახარია პოსტის დატოვებას მელიას დაპატიმრების თემით ხსნის

მასალების გადაბეჭდვის წესი