ახალი ამბები

“სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის”- სენატორი რიში მელიას დაპატიმრების საქმეზე

18 თებერვალი, 2021 • 856
“სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის”- სენატორი რიში მელიას დაპატიმრების საქმეზე

“დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის”,- ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში “ამერიკის ხმასთან” საუბარში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სასამართლომ 17 თებერვალს, გვიან ღამით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ნიკა მელიას.

“ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა”,- ამბობს ამერიკელი სენატორი “ამერიკის ხმასთან” საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი