ახალი ამბები

მელიას ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს

17 თებერვალი, 2021 • 739
მელიას ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს

ნიკა მელიას ადვოკატებმა სასამართლო პროცესის დროს მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, აიცილოს აღნიშნული საქმე, ხოლო საქმის განხილვა გადაიდოს.

ადვოკატები შემაჯამებელ სიტყვებში განმარტავენ, რომ ცოტა ხნის წინ მედიის საშუალებით გავრცელდა კადრები, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს, შსს-ს სპეციალურ დეპარტამენტთან სპეციალური რაზმის ბრიგადები ჩანს.

ადვოკატ დიტო საძაგლიშვილის თქმით, აღნიშნული აჩვენებს, რომ გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავებასთან და პარტიის ოფისში სამართალდამცველების მისვლის შესახებ უკვე მიღებულია. შესაბამისად, საქმე პოლიტიკურია.

საძაგლიშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიას საქმე უნდა განიხილოს მოსამართლემ, რომელიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს, ნინო ჩახნაშვილმა კი საქმე უნდა აიცილოს.

“დღეს რომ ვინმეს სისხლი დაიღვაროს და 20 ივნისი განმეორდეს, თქვენი პასუხისმგებლობა იქნება და თქვენთვისაც შანსია, აიცილოთ ეს საქმე“, – უთხრა მოსამართლეს მელიას მეორე ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ

წაიკითხეთ ასევე:

ენმ-ს ოფისთან ახლოს გდდ-ს ბაზაზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა – მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი