ახალი ამბები

“პრაქტიკაში რაღაც ყოველთვის ხდება პირველად” – პროკურორი მელიას საქმეში პირველად გამოყენებულ პრაქტიკაზე

17 თებერვალი, 2021 • 828
“პრაქტიკაში რაღაც ყოველთვის ხდება პირველად” – პროკურორი მელიას საქმეში პირველად გამოყენებულ პრაქტიკაზე

“პრაქტიკაში რაღაც ყოველთვის ხდება პირველად. არ აქვს ამას მნიშვნელობა”, – ასე უპასუხა ნიკა მელიას საქმის პროკურორმა ია დარჯანიამ ადვოკატების კითხვას იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა პროკურორებს მათ პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა, ან თუ სმენიათ იმის შესახებ, როდესაც პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების – გირაოს დამძიმების სახით ისევ გირაო მოითხოვა.

საქმის მეორე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას თავი აარიდა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გასული წლის 3 ნოემბერს ნიკა მელიას “გირაოს გირაო” შეუფარდა, რაც არალეგიტიმურია. მათი თქმით, ასეთი რამ ქართული სამართლის ისტორიაში არ მომხდარა და ეს გადაწყვეტილება პრეცედენტულია.

მიხეილ სადრაძის თქმით, უცნაურია, დაცვის მხარე პროკურატურას უფრო ლმობიერი შუამდგომლობისთვის აკრიტიკებდეს. თუმცა, ადვოკატების თქმით, ის, რომ 8 მარტის შეთანხმების შემდეგ მელიას მიერ დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების დარღვევაზე პროკურატურას რეაგირება არ ჰქონია, სამაჯურის მოხსნის შემდეგ კი, აღკვეთის ღონისძიების დამძიმება პატიმრობის ნაცვლად გირაოს თანხის გაზრდით მოითხოვა, ხოლო ახლა პატიმრობას ითხოვს, ბრალდების მხარის პოზიციის პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით ცვლილებაზე მიუთითებს.

მელიას საქმეში, სავარაუდოდ, პირველად გამოყენებული პრაქტიკების შესახებ გაიგეთ მეტი:

სავარაუდოდ, პირველად გამოყენებული პრაქტიკები მელიას საქმეში

მასალების გადაბეჭდვის წესი