საპროცედურო საკითხთა და წესებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე გენერალური პროკურორს თანხმობა მისცეს.
უმრავლესობის წევრებმა პროკურატურისთვის ნებართვის მიცემას ერთხმად დაუჭირეს მხარი, “მოქალაქეების” წევრმა ლევან იოსელიანმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსს, ამირან გულუაშვილს მოუსმინეს.
საკითხს დღესვე განიხილავენ პლენარულ სხდომაზე.
