ახალი ამბები

“მზად ვარ, რომ ჩემი ხელფასი გადავურიცხო” -ელისაშვილი მელიას გირაოზე

16 თებერვალი, 2021 • 850
“მზად ვარ, რომ ჩემი ხელფასი გადავურიცხო” -ელისაშვილი მელიას გირაოზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მზადაა ნიკა მელიას გირაოს თანხა თავისი ხელფასიდან გადაურიცხოს. ამის შესახებ ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილება.

ელისაშვილის თქმით, “მოქალაქეები” მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერენ.

“ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ იმიტომ, რომ არ არის სწორი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისთვის,  ვინც არ უნდა იყოს,  იმუნიტეტის შეჩერება. რაც შეეხება ნიკას, მე მომმართა და ეთერში თქვა, რომ ერთხელ გირაო გადავიხადეო და ახლა კიდე დამაკისრესო და ამდენი თანხა არ მაქვს ნამდვილადო, რომ მეორეჯერ გირაო გადავიხადოო. გასაგებია ორჯერ 30 ათასი ლარი არავის არ აქვს. მე არ მაქვს, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მე ხელფასი არ ჩამრიცხვია ჯერ, მზად ვარ, რომ ჩემი ხელფასი გადავურიცხო. არც ვიცი რამდენია, მაგრამ მე ადამიანურად მზად ვარ”, — განაცხადა ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი