ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარებული 20 549 ჩატარებული ტესტის საფუძველზე კორონავირუსის 740 შემთხვევა გამოვლინდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა. ჩატარებული კვლევებიდან 14 802 ანტიგენის ტესტი, ხოლო 5 747 PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის დღიურ მაჩვენებელს, 15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.6%-ია, ხოლო ბოლო 14 დღის მანძილზე 2.9% იყო. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 266 462-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3377 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს გამოვლეილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 328
  •  აჭარა – 32
  • იმერეთი – 138
  • ქვემო ქართლი – 25
  • შიდა ქართლი – 69
  • გურია – 55
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41
  • კახეთი – 33
  • მცხეთა-მთიანეთი – 9
  • სამცხე-ჯავახეთი – 7
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.