ახალი ამბები

14 თებერვალი: ჩატარდა 19345 ტესტი, კორონავირუსის 357 შემთხვევა გამოვლინდა

14 თებერვალი, 2021 • 611
14 თებერვალი: ჩატარდა 19345 ტესტი, კორონავირუსის 357 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ჩატარებული 19 345 ტესტის საფუძველზე ქვეყანაში კორონავირუსის 357 შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 9 ადამიანი. StopCov-ის თანახმად, ჩატარებული კვლევებიდან 12 173 ანტიგენის სწრაფი ტესტი, ხოლო 7 172 PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.85%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.6%. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევები 265 557 შეადგენს. ქვეყანაში Covid-19-ს ჯამში 3352 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი  – 150
  • აჭარა – 19
  •  იმერეთი – 49
  •  ქვემო ქართლი – 20
  • შიდა ქართლი – 27
  •  გურია – 35
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27
  •  კახეთი – 19
  • მცხეთა-მთიანეთი – 2
  • სამცხე-ჯავახეთი – 9

მასალების გადაბეჭდვის წესი