ახალი ამბები

“პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი” – ზურაბ ჯაფარიძე თბილისში ბარს ხსნის

13 თებერვალი, 2021 • 976
“პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი” – ზურაბ ჯაფარიძე თბილისში ბარს ხსნის

პარტიის “გირჩი — მეტი თავისუფლება” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ 13 თებერვალს თბილისში ხსნის ბარს, სახელწოდებით “ჯაფარასთან”.

ჯაფარიძის თქმით, “ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ”.

” შესაბამისად, ბარი იმუშავებს ღამის საათებშიც. ბარი იმუშავებს მხოლოდ ქეშზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც გახსნის ანონსს ერთვის.

ადგილზე ადამიანები უკვე იკრიბებიან.

ბარი "ჯაფარასთან" გახსნამდე მცირე ხნით ადრე 13.02.21

ფართში, სადაც ჯაფარიძე ბარს ხსნის, იქამდე პაბი იყო განთავსებული, თუმცა, პანდემიის თანმდევი შეზღუდვების გამო, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე არ ფუნქციონირებდა.

რეგულაციების ფარგლებში, სხვა ობიექტებთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით ბარებიც დახურულია.

მთავრობამ განაცხადა, რომ 15 თებერვლიდან, შეზღუდვების შემსუბუქების ფაგლებში, აღდგება რესტორნების მუშაობა, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეებში.

ფოტო: მარიამ რატიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი