ახალი ამბები

8 თებერვლიდან შეზღუდვები მსუბუქდება — სრული სია

4 თებერვალი, 2021 • 1568
8 თებერვლიდან შეზღუდვები მსუბუქდება — სრული სია

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება 8 თებერვლიდან დაიწყება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 4 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შეზღუდვების ნაადრევად შემსუბუქების გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღეს.

უახლესი მონაცემებით, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3 თებერვალს იყო 3.51%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 4.41%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 3.79%.

რა მსუბუქდება:

  • 8 თებერვალს საქართველოს ყველა ქალაქში, მათ შორის, თბილისში, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (ეს არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს);
  • 8 თებერვლიდან იხსნება ბაზრობები;
  • 15 თებერვლიდან რესტორნები ღია სივრცეებში შეძლებენ ადამიანთა მომსახურებას;
  • 15 თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში სწავლა განახლდება სკოლების შენობებში.

რა რჩება შეზღუდული:

  • შაბათ-კვირას არ იმუშავაბს ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები, ბაზრობები და კაფეები;
  • კვლავ დაკეტილი რჩება ფიტნესკლუბები, საცურაო აუზები, კინოთეატრები, გასართობი ცენტრები, ბარები, ღამის კლუბები;
  • კომენდატის საათი კვლავ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გრძელდება;
  • არ იმოძრავებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;
  • კვლავ აკრძალულია მასშტაბური სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება (ქორწილები, ქელეხები და ა.შ.)

მასალების გადაბეჭდვის წესი