ახალი ამბები

ქუთაისის აქციაზე დაკავებული 6 ადამიანი გაათავისუფლეს

13 თებერვალი, 2021 • 621
ქუთაისის აქციაზე დაკავებული 6 ადამიანი გაათავისუფლეს

ქუთაისში, ქალაქის მერიასთან 12 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული 6 ადამიანი გაათავისუფლეს. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 13 თებერვალს მიიღო.

3 დაკავებულს 1 200-დან 2 000 ლარამდე ოდენობის ჯარიმების გადახდა დააკისრეს, დანარჩენი 3-ის სასამართლო პროცესი კი — გადაიდო.

მერიასთან აქტივისტთა დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. შეკრებილები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და უწყების შენობაში შესვლას აპირებდნენ, პოლიციამ კი ამის ნება არ მისცა.

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი