ახალი ამბები

ფაუჩი: COVID-19-ზე ბავშვების აცრა შესაძლოა, სექტემბრიდან გახდეს შესაძლებელი

12 თებერვალი, 2021 • 840
ფაუჩი: COVID-19-ზე ბავშვების აცრა შესაძლოა, სექტემბრიდან გახდეს შესაძლებელი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, შესაძლოა,  COVID-19-ზე ვაქცინაცია სექტემბრიდან 6-7 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებსაც ჩაუტარდეთ.

როგორც cbsnews წერს, ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ამჟამად ვაქცინის მწარმოებელი ორი კომპანია — “ფაიზერი” და “მოდერნა” — ბავშვებში ვაქცინის უსაფრთხოებასა და დოზირებაზე ტესტირებას ატარებს და შესაძლოა, პრეპარატებმა ზაფხულის დასაწყისში ავტორიზაცია მოიპოვოს ბავშვებში გამოსაყენებლად.

როგორც გამოცემა წერს, ამ დრომდე ვაქცინის მწარმოებლებს  კვლევები მხოლოდ ზრდასრულ მოხალისეებში ჰქონდათ ჩატარებული. “ფაიზერის” ვაქცინა რეკომენდებულია 16 წლიდან ზემოთ პირებში, “მოდერნას” კი ავტორიზაცია 18 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობაზე აქვს.

ფაუჩი აღნიშნავს, რომ ამჟამად კლინიკური ტესტირება 12-დან 16 წლამდე მოზარდებში მიმდინარეობს, რის შემდეგაც პრეპარატს გამოცდიან 12-9 წლის, კიდევ შემდგომ კი ,6-9 წლის ასაკის ბავშვებში.

ორივე კომპანიის წარმომადგენელმა CBS-თან დაადასტურა, რომ მოზარდებში ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს. “მოდერნას” თქმით, ტესტირება 2021 წლის დასაწყისში დასრულდება, “ფაიზერის” თქმით კი, 12-17 წლის მოაზარდებში კლინიკური ტესტირების შედეგები 2021 წლის შუა პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი.

მასალების გადაბეჭდვის წესი