ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოჩამჩირეში ხანძრის ორი კერა ჩავაქრეთ | დე ფაქტო მთავრობა

12 თებერვალი, 2021 • 854
ოჩამჩირეში ხანძრის ორი კერა ჩავაქრეთ | დე ფაქტო მთავრობა

აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს განცხადებით, ოჩამჩირის რაიონში ჩააქრეს ტყის ორი ხანძარი, რომელიც საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს უქმნიდა.

“ტყე იწვოდა ოჩამჩირის რაიონის მიკუსა და აკვასკიას სოფლებში. ხანძრის მთლიანი ფართობი 8 ჰექტარი იყო. არსებობდა საფრთხე, რომ ხანძარი დასახლებულ ტერიტორიებზეც გავრცელდებოდა. მეხანძრეებმა შეძლეს ხანძრის კერების სრულიად ჩაქრობა”, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ გაცრცელებულ განცხადებაში.

ფოტო გარეკანზე: МЧС Абхазии


აფხაზეთში ტყის ხანძრები 2021 წლის დასაწყისში, იანვრის თვეში გაჩნდა. ხანძრის კერები იყო გალის, ოჩამჩირის, გუდაუთისა და გაგრის რაიონში. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოთქვა ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მზაობა, თუმცა, დე ფაქტო მთავრობის წევრების განცხადებით, მათ დახმარება არ სჭირდებოდათ.

ხანძრების შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთში უნდა დაიწყოს საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესის გაუმჯობესება.

მასალების გადაბეჭდვის წესი