ახალი ამბები

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მანქანას ცეცხლი წაეკიდა, დაიღუპა მძღოლი

12 თებერვალი, 2021 • 905
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მანქანას ცეცხლი წაეკიდა, დაიღუპა მძღოლი

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოავარიის შედეგად მანქანას ცეცხლი წაეკიდა.

როგორც “ნეტგაზეთს” სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ ბრიგადას მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ მეხანძრე-მაშველებიც და ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი