ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი მოსკოვთან ერთად სტრასბურგში ინტერესების დასაცავად გააქტიურდება – სოხუმი

12 თებერვალი, 2021 • 703
სოხუმი მოსკოვთან ერთად სტრასბურგში ინტერესების დასაცავად გააქტიურდება – სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა, დაურ კოვემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვში იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან და სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილ პირთან, მიხაილ გელპერინთან განიხილა.

“შეხვედრის დროს გამოიხატა ორმხრივი დაინტერესება აფხაზი და რუსი სპეციალისტების მიერ  მასალების ერთობლივად მომზადებაში, რომელიც ევროპის სასამართლოში აფხაზეთის რესპუბლიკის  ინტერესების დასაცავად იქნება მიმართული. გამოითქვა რიგი წინადადებები აღნიშნული მიმართულებით  სამუშაობის გასააქტიურებლად”, – ნათქვამია აფხაზური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე. საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული არაერთი უფლების დარღვევას ედავებოდა.

სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომზე – რა მოხდა

 

სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომზე – რა მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი