ახალი ამბები

12 თებერვალი: ჩატარდა 24 359 ტესტი, კორონავირუსის 507 შემთხვევა გამოვლინდა

12 თებერვალი, 2021 • 761
12 თებერვალი: ჩატარდა 24 359 ტესტი, კორონავირუსის 507 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ჩატარებული 24 359 ტესტის საფუძველზე ქვეყანაში კორონავირუსის 507 შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული კვლევებიდან 16 451 ანტიგენის სწრაფი ტესტი, ხოლო 7908 PCR ტესტი იყო. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.08%-ს, ხოლო ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 3,36%-ს შეადგენს.

დღეს, 12 თებერვალს, გამოვლენილი 507 შემთხვევის შემდეგ, Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 264 665-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილების რიცხვი, ჯამში, 3336 შეადგენს.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 191
  • აჭარა – 19
  • იმერეთი – 108
  • ქვემო ქართლი – 26
  • შიდა ქართლი – 40
  • გურია – 20
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46
  • კახეთი – 40
  • მცხეთა-მთიანეთი – 5
  • სამცხე-ჯავახეთი – 9
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი