ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი თურქეთთან საზღვრის გახსნის სურვილზე საუბრობს

11 თებერვალი, 2021 • 833
სომხეთი თურქეთთან საზღვრის გახსნის სურვილზე საუბრობს

“თურქეთს აღარ აქვს მიზეზი, სომხეთთან საზღვარი ჩაკეტილი ჰქონდეს”, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა ივაზიანმა პარლამენტში მთავრობის შეხვედრის დროს განაცხადა. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის მოსალოდნელი აღდგენის შემდეგ, ოფიციალური ერევანი დაინტერესებულია, რომ თურქეთთან საზღვარი გახსნას.

ამავე დროს, აივაზიანი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე თურქეთთან არანაირი მოლაპარაკება ამჟამად არ მიმდინარეობს.

“თურქეთი საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით თანადათანობით ნორმალურ პროცესს უნდა დაუბრუნდეს, პირველ რიგში კი, საუბარია იმაზე, რომ სომხეთის ბლოკადისთვის მას აღარ აქვს მიზეზები. როგორც იცით, ბლოკადა, საზღვრის ჩაკეტვა არცახში სტატუს-კვოთი იყო განპირობებული, რომელიც ძალის გამოყენების შედეგად, შეიცვალა და, შესაბამისად, თურქეთს აღარ აქვს მეტი მიზეზი იმისთვის, რომ სომხეთთან დაკეტილი ჰქონდეს საზღვარი.

სომხეთი და ჩვენი დიპლომატია ქმედით ძალისხმევას გამოიჩენს იმისთვის, რომ ჩვენი უახლოესი გარემოცვა კეთილსაიმედო იყოს სომხეთის უსაფრთხოების გასაძლიერებლად”.

1993 წელს თურქეთმა ცალმხრივ რეჟიმში ჩაკეტა სომხეთთან საჰაერო და სახმელეთო საზღვარი, თუმცა საჰაერო მიმოსვლა 1995 წელს აღადგინა.  სახმელეთო საზღვრის გასახსნელად ანკარა ერევნისგან ითხოვდა მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემას. ქვეყნებს არ გააჩნიათ დიპლომატიური ურთიერთობები.

სტატია 2018 წლის არქივიდან

რატომ ვერ ალაგებენ ურთიერთობებს სომხეთი და თურქეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი