ახალი ამბები

დაზე ძალადობაში ბრალდებულს ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესეს

9 თებერვალი, 2021 • 856
დაზე ძალადობაში ბრალდებულს ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესეს

ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა 21 წლის ძმა არასრულწლოვანი დის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ამხილეს: ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განმეორებითი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ბრალდებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა და ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 16 წლის დას გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“მოძალადეს დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება მსხვერპლის წინასწარ განსაზღვრულ ადგილებთან მიახლოების მონიტორინგი.

დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა. ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული გულისხმობს ოჯახში, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი