ახალი ამბები

ხანძთელის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა  

8 თებერვალი, 2021 • 720
ხანძთელის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა   

თბილისში, გრიგოლ ხანძთელის #9-ში მდებარე, ე.წ. იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვას ხანძარი გაუჩნდა.

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ძალების 12 ჯგუფი მუშაობს. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს 12 მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი