ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი აცხადებს, რომ ქართულ მხარეს გადმოსასვლელად საშვებს გასცემენ

8 თებერვალი, 2021 • 681
ცხინვალი აცხადებს, რომ ქართულ მხარეს გადმოსასვლელად საშვებს გასცემენ

“სამხრეთ ოსეთში გრძელდება საშვების გაცემა ლენინგორელებისა და ჯავის რაიონის მცხოვრებლებისთვის “ხელჩუას” სახელმწიფო გამშვები პუნქტის გამარტივებული წესით გადაკვეთაზე”, ინფორმაციას დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებს. 

ოფიციალური ცნობის მიუხედავად, ახალგორელებისთვის შეუძლებელია გადაადგილება ქართული მხარის მიმართულებით.

ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სოფელ ხელჩუაში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გამშვები პუნქტი  2015 წელს, დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის დროს გაიხსნა. იმ დროს გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული გამშვები პუნქტი ტვირთების გადატანის მიზნით გაიხსნა.

გამშვები პუნქტი, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიას აკავშირებს, 2019 წლის სექტემბერში ოფიციალურად დაიკეტა, რამაც ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა ახალგორის მოსახლეობისთვის, თუმცა, 2019 წლის ოქტომბრიდან ოფიციალური ცნობით, მუშაობს “საშვების” გაცემის სისტემა.

 

ამავე თემაზე:

 

ახალგორელთა ნელი სიკვდილი ბიბილოვის ავტორიტეტის გადასარჩენად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი