ახალი ამბები

წულუკიანის მინისტრობის შემთხვევაში კულტურას დიდი პერსპექტივები გაუჩნდება – სარჯველაძე

8 თებერვალი, 2021 • 816
წულუკიანის მინისტრობის შემთხვევაში კულტურას დიდი პერსპექტივები გაუჩნდება – სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის აზრით, კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემთხვევაში ამ დარგს დიდი პერსპექტივები გაუჩნდება.

“იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ძალიან დიდი პერსპექტივები გაუჩნდება კულტურას საქართველოში, ვინაიდან ვთვლი, ის არის საუკეთესო კანდიდატი, რომელიც შეძლებს, რომ ნებისმიერ სფეროში დიდი წარმატება განაპირობოს”,- განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრიდება.

არსებული ინფორმაციით, კულტურის მინისტრის პოსტზე იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კანდიდატურა განიხილება. განათლებისა და კულტურის კომიტეტის გაყოფა იგეგმება პარლამენტშიც, მიუხედავად იმისა, რომ კულტურის ცალკე კომიტეტი სამინისტროების გაერთიანებამდეც არ არსებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი