ბოლო 24 საათში 6 593 ჩატარებული ტესტის საფუძველზე, კორონავირუსის 204 შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 15 ადამიანი. მთავრობის ინფორმაციით, 6 593 ტესტიდან 3 887 კვლევა ანტიგენის, ხოლო 2 706 PCR ტესტით ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.69%.
საქართველოში Covid-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 262 228-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 736 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 254 350-მდე.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისში – 86
- აჭარა – 11
- იმერეთი – 32
- ქვემო ქართლი – 16
- შიდა ქართლი – 13
- გურია – 18
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14
- კახეთი – 8
- მცხეთა-მთიანეთი – 3
- სამცხე-ჯავახეთი – 3








