ნამოხვანში 7 თებერვლის აქციის დასრულების შემდეგ რიონის ხეობის მცველებმა ოთხი მოთხოვნა წაუყენეს საქართველოს მთავრობას:
- გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ენკა რინიუებლზისთვის აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“ შესახებ;
- მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტები;
- კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა.
ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც 100 დღეზე მეტია, ქუჩაშია გამოსული, დღეს აქტივისტები, გარემოსდამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მხარდამჭერები შეუერთდნენ.
ვრცლად:
NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლება
NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლება