ახალი ამბები

აქცია ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ [ფოტო]

7 თებერვალი, 2021 • 1941
აქცია ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ [ფოტო]

ამ წუთებში რიონის ხეობაში, ნამოხვანში, საპროტესტო აქცია იმართება ნამახვანჰესის წინააღმდეგ.

ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც 100 დღეზე მეტია, ქუჩაშია გამოსული, დღეს აქტივისტები, გარემოსდამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მხარდამჭერები შეუერთდნენ.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანი იქნება;

მათ პოლიტიკოსებს მოუწოდეს, აქციაზე სიტყვით ნუ გამოვლენ.

ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის პროცესის შესაჩერებლად 2020 წლის ოქტომბერში ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე აღმართა ჯვარი და გაშალა კარვები, სადაც 96 დღის განმავლობაში იყვნენ.

2020 წლის 30 იანვარს, დილის საათებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია, საღამოს კი, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამართალდამცავებმა ადგილობრივების კარვები აიღეს, მოგვიანებით მოთხარეს ჯვარიც. კარვების აღების პროცესში დააკავეს ერთ-ერთი ადგილობრივი აქტივისტიც.

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლება

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.