ახალი ამბები

თუ ვინმეს პირბადე არ ეკეთება, მძღოლი ავტობუსს არ დაძრავს – მერია

7 თებერვალი, 2021 • 750
თუ ვინმეს პირბადე არ ეკეთება, მძღოლი ავტობუსს არ დაძრავს – მერია

„პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია არ დაძრას ავტობუსი“, – აცხადებს თბილისის მერია.

8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება და ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა.

ავტობუსების მსგავსად, პირბადის გარეშე არც თბილისის მეტროსადგურებში დაიშვებიან მგზავრები.

„ავტობუსებში კვლავ აკრაძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ“, – წერია მერიის მიერ 7 თებერვალს გავრცელებულ პრესრელიზში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო (გამონაკლისია მხოლოდ მ/ს „გოცირიძე“) და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.

ტრანსპორტზე შეზღუდვა შენარჩუნდება შაბათ-კვირის დღეებში.

8 თებერვლიდან შეზღუდვები მსუბუქდება — სრული სია

მასალების გადაბეჭდვის წესი