ახალი ამბები

პოლიცია ნამოხვანში მიმავალ მანქანებს ამოწმებს

7 თებერვალი, 2021 • 702
პოლიცია ნამოხვანში მიმავალ მანქანებს ამოწმებს

პოლიციელები რიონის ხეობაში, ნამოხვანში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციისკენ მიმავალ ავტომობილებს ამოწმებენ.

დღეს, 7 თებერვალს, ნამოხვანში საპროტესტო აქციაა ჩანიშნული, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ჰესის მშენებლობას დამოუკიდებელი მემარცხენე აქტივისტები, გარემოს დამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი სხვა მხარდამჭერები გააპროტესტებენ.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები დგანან დემონსტრაციის ადგილისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ ოფურჩხეთში და ავტომობილებს ამოწმებენ, ჩხრეკენ და საბარგულებს ამოწმებენ.

საპროტესტო აქცია სოფელ ჟონეთში 13:00 საათზეა ჩანიშნული.

NGO-ები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვას ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლება

მასალების გადაბეჭდვის წესი