ახალი ამბები

აქტივისტები გახელაძესთან დაკავშირებით ხელისუფლებას “უმოქმედებას” გააპროტესტებენ

5 თებერვალი, 2021 • 641
აქტივისტები გახელაძესთან დაკავშირებით ხელისუფლებას “უმოქმედებას” გააპროტესტებენ

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” ცხინვალში საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გააპროტესტებს.

აქტივისტები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

“15:00 საათზე ვიკრიბებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. მთავრობის უმოქმედობა და ფასადური ინტერესი ამ საქმის მიმართ დანაშაულია”, – ნათქვამია “სირცხვილიას” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

15:00-ზე…

Posted by სირცხვილია • Shame Movement on Friday, 5 February 2021

ზაზა გახელაძის დაკავების მიჩუმებაში და მის ოჯახზე ზეწოლაში ადანაშაულებს ხელისუფლებას ელენე ხოშტარიაც.

“პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლება ახდენდა ზეწოლას გახელაძის ოჯახზე, ოპოზიციას არ გაეკაროო. ოპოზიციაში არაა საქმე, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, პრობლემაა საკითხის მიჩუმებაში. ნაცვლად იმისა, რომ მაქსიმალურად გაახმაუროს თავად მთავრობამ და პარტნიორებს მიმართოს”, – წერს ხოშტარია.

საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

დღეს, 5 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში — სამართალდამცველზე თავდასხმასა და საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების გამო და თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რათა “ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად”.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღონ გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად – საგარეო

მასალების გადაბეჭდვის წესი