ახალი ამბები

ექიმი, რომელიც ომსკში ნავალნის მკურნალობდა, გარდაიცვალა

5 თებერვალი, 2021 • 746
ექიმი, რომელიც ომსკში ნავალნის მკურნალობდა, გარდაიცვალა

ომსკის საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციული განყოფილების მთავარი თერაპევტის თანაშემწე, რომელიც მოწამლვის შემდეგ ალექსეი ნავალნის მკურნალობდა, 55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

როგორც CNN წერს, ექიმის გრდაცვალებაზე ინფორმაციას ომსკის საავადმყოფო ავრცელებს, თუმცა გარდავალების მიზეზზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს მიიღეს მას შემდეგ, რაც ციმბირიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში გახდა ცუდად. სერგეი მაქსიმიშინს ნავალნის ჰოსპიტალიზაციისას პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა  ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე იყო კლინიკაში, როდესაც ნავალნი იქ მკურნალობდა.

ომსკში ნავალნი სამედიცინო კომაში გადაიყვანეს, რამდნეიმე დღეში კი სამკურნალოდ ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რეაბილიტაციისთვის 5 თვე დაჰყო.

ნავალნის შტაბის ხელმძღვანელის, ლეონიდ ვოლკოვის განცხადებით, გარდაცვლილი ექიმი ხელმძღვანელობდა ომსკში ყოფნისას ოპოზიციის ლიდერის მკურნალობას და ნავალნის მდგომარეობაზე ყველაზე მეტი იცოდა. მიუხედავად ამისა, ვოლკოვი იმასაც ამბობს, რომ სუსტი ჯანდაცვის სისტემის გამო არც ისე იშვიათია მისი ასაკის ექიმების უეცარი გარდაცვალება და ეჭვობს, რომ ამ საქმეზე გამოძება დაიწყება.

ომსკის რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მაქსიმიშინი საავადმოფოში 28 წელი მუშაობდა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი