აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სხვა საკითხებთან ერთად, ენტონი ბლინკენმა დააყენა საქართველოში რუსეთის აგრესიის საკითხი. .
“სახელმწიფო მდივანმა წამოჭრა საკითხები, როგორიცაა რუსეთის ჩარევა აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში, მისი სამხედრო აგრესია უკრაინასა და საქართველოში, ალექსეი ნავალნის მოწამვლა და SolarWinds-ის კიბერთავდასხმა”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერ ნედ პრაისის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა და ლავროვმა New START-ის ხელშეკრულების გაგრძელების და შეიარაღების ახალი კონტროლის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელმაც უნდა მოიცვას რუსეთის ბირთვული შეიარაღება სრულად და ჩინეთისგან მზარდი საფრთხეები.
ბლინკენმა დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მზაობა, დაიცვას ამერიკელი მოქალაქეები და მკაცრად უპასუხოს რუსეთის ქმედებებს, რომელიც შეერთებულ შტატებს ან მის მოკავშირეებს აზიანებს.
ვინ არის და რა ხედვები აქვს ენტონი ბლინკენს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს