ახალი ამბები

ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს

4 თებერვალი, 2021 • 812
ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს

“მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იოსელიანის კანდიდატურას ვიცე-სპიკერის პოსტზე 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

იოსელიანი მეორე ვიცე-სპიკერია ოპოზიციის კვოტით, “ევროპელი სოციალისტების” წევრ ავთანდილ ენუქიძესთან ერთად.

უფრაქციო დეპუტატებს ვიცე-სპიკერის წარდგენის საშუალება მას შემდეგ აქვთ, რაც პარლამენტის რეგლამენტში დროებითი, მხოლოდ მე-10 მოწვევის პარლამენტისთვის გათვალისწინებული ცვლილებები განხორციელდა.

ამ თემაზე:

“ოცნება” უფრაქციო ოპოზიციონერების უფლებამოსილებას კიდევ უფრო აფართოებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.