ახალი ამბები

21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება

4 თებერვალი, 2021 • 509
21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მიუხედავად მომავალი კვირიდან რიგი შეზღუდვების შემსუბუქებისა, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 4 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყანაში 8 თებერვლიდან აღდგება საზოგაოდებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და გაიხსნება ბაზრობები, 15 თებერვლიდან  კი სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. გახარიას თქმით, 15 თებერვლიდან ასევე სტუმრებს უმასპინძლებენ რესტორნები გარე სივრცეებში.

რაც შეეხება ე.წ. კომენდანტის საათს და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, ამ მიმართულებით შეზღუდვები ძალაში რჩება. ასევე, ყველა ზემოაღნიშნული შეზღუდვა, რომეილიც მომავალი კვირიდან იხსნება, შაბათ-კვირას კვლავ ძალაში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი