ახალი ამბები

ვისურვებდი ჰარცელის მიღებას პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი განცხადება ჩემთან დაკავშირებით – წულუკიანი

3 თებერვალი, 2021 • 1039
ვისურვებდი ჰარცელის მიღებას პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი განცხადება ჩემთან დაკავშირებით  – წულუკიანი

საქართველოს პარლამენტის წევრი და ყოფილი იუსიტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ისურვებდა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის პარლამენტში მიღებას.

„ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით“, – დაწერა წულუკიანმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

საქმე ეხება ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის დღევანდელ განცხადებას. ჰარცელმა დღეს, თქვა, რომ თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გაასაჯაროება არაეთიკური იყო.

2 თებერვალს პარლამენტში თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გვარამიას ნომერი ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ გაასაჯაროვა, რომელმაც ამავე სხდომაზე თავისი ნომერი გამოაცხადა.

“მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან პირდაპირ ეთერში ხმამაღლა გამოაცხადა მისი ნომერი, ტელეფონზე უცნობი ადამიანების ზარები შედის. ფეისბუკის პირად გვერდზე გვარამიამ მიმართა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, გამოეხმაუროს აღნიშნულ ფაქტს, თუ რამდენად სწორია უფლებრივად მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება.

“არაეთიკური იყო” — ჰარცელი წულუკიანის მიერ გვარმიას ნომრის გასაჯაროებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი