ახალი ამბები

სუპერმარკეტის დაყაჩაღების მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

3 თებერვალი, 2021 • 484
სუპერმარკეტის დაყაჩაღების მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე სუპერმარკეტ “სპარის” ფილიალში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს.

როგორც სუპერმარკეტის თანამშრომელი ტელეკომპანია “მთავართან” ამბობს, ერთ-ერთი თავდამსხმელის განიარაღება, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, თანამშრომლებმა თავად შეძლეს და პოლიციის გამოძახება მოახერხეს.

შსს-ს წარმომადგენელი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ორივე თავდამსხმელი ამ ეტაპზე დაკავებულია და გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით  და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვას და ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი