ახალი ამბები

გამოსავლის პოვნა შესაძლებელია, თუ პარტიები პირველ ადგილზე საქართველოს ინტერესებს დააყენებენ — დეგნანი

3 თებერვალი, 2021 • 831
გამოსავლის პოვნა შესაძლებელია, თუ პარტიები პირველ ადგილზე საქართველოს ინტერესებს დააყენებენ — დეგნანი

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ანგარიშის მოსმენას საკანონმდებლო ორგანოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, აშშ-ის და ევროკავშრირის ელჩები ესწრებოდნენ.

როგორც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, პარლამენტის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, არ შეეწყვიტათ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილება, მოლაპარაკებებისთვის სივრცე დატოვა.

“მე ვფიქრობ, გუშინ გაჩნდა შესაძლებლობა, რომელიც პარტიებს მისცემს მეტ დროს პოზიციების დასაახლოებლად. ჩემი აზრით, გამოსავლის პოვნა შესაძლებელია, თუ პარტიები პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს  ინტერესებს. ქართველი ხალხი სხვადასხვა გამოკითხვაში აცხადებს, რომ მათ ყველაზე მეტად აწუხებთ სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, სიღარიბე. ისინი ასევე აცხადებენ NDI-ის ბოლო გამოკითხვაშიც, რომ სურთ, პარლამენტის წევრებმა ერთად იმუშაონ ამ საკითხებზე პარლამენტში. იმედი მაქვს, პარტიები მათ შორის არსებული განსხვავებებს დაძლევენ და  ამას გაითვალისწინებენ”, — განაცხადა დეგნანმა.

მისი თქმით, იმ პრობლემების მოგვარების აუცილებლობა, რასაც საქართველოს მოსახლეობა კვლევებში ასახელებს, პარტიებს კომპრომისის პოვნისკენ უბიძგებს.

“კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პარტიების ლიდერებმა პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესი უნდა დააყენონ, მოუსმინონ ამომრჩევლებს, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი: უმუშევრობა, მაღალი ფასები, სიღარიბე და კოვიდიდის გავლენა ეკონომიკაზე. ვფიქრობ, რომ ამ საკითხების გადაუდებლობა უბიძგებს მხარეებს იპოვონ კომრომისი, იპოვონ გამოსავალი, შევიდნენ პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა”, — განაცხადა დეგნანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი