ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული ვაქცინის გამოყენება დაუშვა

2 თებერვალი, 2021 • 548
სომხეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული ვაქცინის გამოყენება დაუშვა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული წარმოების ვაქცინის [«Спутник V»] გამოყენება დაუშვა.

“დღეს ვაცხდებთ, რომ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაუშვა პრეპარატი, რომლის საშუალებითაც ქვეყანაში დაიწყება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინის გამოყენება”, – აცხადებს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალური დირექტორი, კირილ დმიტრიევი.

იქამდე სომხეთი Covid19-ზე ვაქცინაციას ბრიტანული კომპანიის, „ასტრაზენეკას” [AstraZeneca] ვაქცინით დაწყებას აანონსებდა.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი რუსული Covid-ვაქცინით აიცრა

მასალების გადაბეჭდვის წესი