ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი რუსული Covid-ვაქცინით აიცრა

7 დეკემბერი, 2020 • 1000
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი რუსული Covid-ვაქცინით აიცრა

“სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული “Sputnik V” ვაქცინით აიცრა და თავს კარგად გრძნობს”, –  ინფორმაცია მისმა პრეს-მდივანმა ალინა ნიკაგოსიანმა გაავრცელა.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება, რამდენიმე ათეული დოზა რუსულის ვაქცინისა,  რომელსაც ჯერ არ გაუვლია საბოლოო კვლევა, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს რუსეთმა გადასცა.

გამოცემის ცნობითვე, რუსული ვაქცინით აიცრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც.

ოფიციაულური ინფორმაციითვე, სომხეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის 600 ათასამდე დოზის შესაძენად უკვე გააკეთა მოთხოვნა, თუმცა, რომელი ქვეყნის ვაქცინას შეიძენს, ამ ეტაპზე უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი